გიორგი კვირიკაშვილი: ტერორიზმი გამოწვევაა ყველასთვის

ტერორიზმი გამოწვევაა ყველასთვის და ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, რათა გავუმკლავდეთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერმა ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით ბელგიელ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ბატონებო და ქალბატონებო, ნება მიბოძეთ, მივუსამძიმრო მსხვერპლთა ოჯახებს, ბელგიელ ხალხს, ყველას. ჩვენი ფიქრები მსხვერპლთა ოჯახებთან არის. ტერორიზმი გამოწვევაა ყველასთვის და ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, რათა გავუმკლავდეთ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ამ საფრთხეს“, – აღნიშნა პრემიერმა დონორთა ყოველწლიური კონფერენციის დაწყების წინ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები