ირაკლი კობახიძე – საუბარი იმაზე, თუ რა ფორმით ჩაერთვება ივანიშვილი წინასაარჩევნო სამზადისში, არ ყოფილა

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ იცის, თუ რა ფორმით ჩაერთვება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საარჩვნო კამპანიაში.
მისივე განმარტებით, ამაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა. “ბატონმა ბიძინამ თავად განაცხადა, რომ ის აქტიურად ჩაერთვება ჩვენს წინასაარჩევნო სამზადისში, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. ეს, პირველ რიგში, ბატონ ბიძინაზეა დამოკიდებული და, ბუნებრივია, ამაზე გუნდში მსჯელობა იქნება “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები