კახა კალაძე: რაც უფრო მეტი ქალბატონი იქნება პოლიტიკაში აქტიურად ჩართული, მისასალმებელია

მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორც საარჩევნო სიაში, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებად ქალბატონებიც იყვნენ წარმოდგენილები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.
“მიგვაჩნია, რომ რაც უფრო მეტი ქალბატონი იქნება ჩართული აქტიურად პოლიტიკაში, მისასალმებელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, კალაძის თქმით, სიაში აუცილებლად იქნებიან ახალი სახეები, ახალგაზრდები. რაც შეეხება კითხვას, იქნებიან თუ არა საარჩევნო სიაში სპორტსმენები, როგორც ეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში იყო, კალაძე აცხადებს, რომ სპორტსმენიც წარმატებული ადამიანები არიან და ყველა ადამიანი, ვინც სასარგებლო საქმეს აკეთებს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისასალმებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები