კახა კალაძე – ფარული კადრების ატვირთვით ყველაზე მეტად საქართველოს მთავრობა დაზარალდა

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ფარული კადრების ატვირთვით ყველაზე მეტად საქართველოს მთავრობა დაზარალდა. მისივე განმარტებით, ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
“ეს არის ძალიან რთული პროცესი. ზოგადად, როდესაც ხდება ასეთი ვიდეოების ატვირთვა, გამოძიება არის გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება და ვრწმუნდებით, რომ რთული გამოსაძიებელი საქმეა, თუმცა პროკურატურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. როგორც ვიცი, ჩართულია სხვადასხვა ქვეყნის საგამოძიებო უწყებები, რათა ძალიან სწრაფად იქნას აღმოჩენილი, თუ ვისი მხრიდან მოხდა ამ საშინელი კადრების გავრცელება. ეს არის ადამიანების მორალური განადგურება, რაც ძალიან მძიმეა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები