კახა კალაძე – ტერორიზმის წინააღმდეგ საქართველო თანამედროვე მსოფლიოსთან უნდა გაერთიანდეს

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ტერორიზმის წინააღმდეგ საქართველო თანამედროვე მსოფლიოსთან ერთად უნდა გაერთიანდეს.
“ძალიან მძიმეა, რაც მოხდა. ჩვენ ვართ თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი, იმ ევროპის ნაწილი, რომელიც გმობს ტერორიზმს. ძალიან მძიმე იყო ის, რაც ვნახეთ და ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გავერთიანდეთ თანამედროვე მსოფლიოსთან ტერორიზმის წინააღმდეგ, რადგან ეს არის ძალიან მძიმე და დამთრგუნველი თითოეული ჩვენგანისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე დაშავდა. საავადმყოფოებში ამ დრომდე 150 ადამიანი გადის მკურნალობას, 61-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 4 მათგანი კომატოზურ მდგომარეობაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები