პეტრო პოროშენკო რუსეთს ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლას სთავაზობს

კიევი რუსეთს ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლას სთავაზობს – აღნიშნულის შესახებ განცხადებას, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თავის ოფიციალურ საიტზე ავრცელებს.
პოროშენკო მზადყოფნას გამოთქვამს, რუსეთს სავჩენკოს სანაცვლოდ ორი რუსი სამხედრო გადასცეს.
“მზად ვარ, რუსეთს ორი რუსი სამხედრო გადავცე, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მიიღეს მონაწილეობა. სასამართლო დავა ფინალურ სტადიაზეა. დასრულების შემდეგ, მზად ვარ, აღნიშნული პირები რუსეთის ფედერაციას გადავცე”, – აცხადებს პოროშენკო.
როგორც “ლენტა. რუ“ წერს, უკრაინის პრეზიდენტს რუსი სამხედროების ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა დიდი ალბათობით მან ალექსანდრ ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი იგულისხმა.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის სასამართლომ უკრაინელ მფრინავს, მოხალისეთა ბატალიონ “აიდარის” მებრძოლს, ნადეჟდა სავჩენკოს რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში მონაწილეობისა და რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დონეცკის სასამართლომ საერთო რეჟიმის კოლონიაში 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები