ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიას მსოფლიოს ლიდერები ეხმაურებიან

ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიას მსოფლიოს ლიდერები ეხმაურებიან. აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ბრიუსელის მშვიდობიანი ეპოქა დასრულდა.
„ალბათ, ყველას გვახსოვს, როგორი მშვიდი და შესანიშნავი იყო ბრიუსელი, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახლა ბრიუსელი სულ სხვა სამყაროშია. ამერიკის შეერთებული შტატები ფხიზლად და გონივრულად იქნება“, – აცხადებს მილიარდერი, აშშ-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი დონალდ ტრამპი.
ბრიუსელის ტერაქტების სერიას საფრანგეთის პრეზიდენტიც ეხმაურება. ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ბრიუსელში მომხდარი თავდასხმა არის მთლიანად ევროპაზე თავდასხმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოუწოდა ევროპას, სასიცოცხლო ნაბიჯები გადაიდგას, ევროპისთვის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. „მიღებული უნდა იქნეს სასიცოცხლო ნაბიჯები ევროპისთვის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ბრიუსელზე თავდასხმა არის, თავდასხმა მთლიანად ევროპაზე“, – აცხადებს ფრანსუა ოლანდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები