სასწრაფოდ: ბრიუსელის აეროპორტში რამდენიმე აფეთქება მოხდა (ფოტო)
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის აეროპორტში რამდენიმე აფეთქება მოხდა. როგორც თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, მათ ორი აფეთქების ხმა გაიგეს. დაშავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, ბელგიაში ბოლო დრომდე მაღალი ტერორისტული საფრთხეა შენარჩუნებული.