აშშ-ში კომპანია „ინტელის“ დამფუძნებელი ენდრიუ გროუვი გარდაიცვალა

აშშ-ში 79 წლის ასაკში კომპანია „ინტელის“ დამფუძნებელი ენდრიუ გროუვი გარდაიცვალა. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. „როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო წლებში ბიზნესმენს პარკინსონის დაავადება ჰქონდა, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზი არ კონკრეტდება. ენდრიუ გროუვმა „ინტელი“ 1968 წელს დააარსა. 1971 წელს „ინტელმა“ პირველი კომერციული მიკროპროცესორი შექმნა. გროუვის წარმატებულმა საქმიანობამ ხელი შეუწყო იმას, რომ Intel Inside-ის პროცესორები მსოფლიოს პერსონალური კომპიუტერების 80%-ში გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები