ავღანელმა ტერორისტებმა ქაბულში ცესკოს ოფისი ააფეთქეს

  ავღანელმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა ქაბულში მდებარე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი ოფისი ააფეთქეს. კომისიის შენობა ქაბულში, პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატ აშრაფ განის საცხოვრებელ სახლთან მდებარეობს. თავდასხმაზე, რომელიც სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, პასუხისმგებლობა “თალიბანმა” უკვე აიღო. ცნობილია, რომ ავღანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი აშრაფ განი აფეთქების დროს სახლში არ იმყოფებოდა. კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა კუნარის პროვინციაში, სადაც სამმა თვითმკვლელმა „ქაბულბანკის“ ფილიალში შეღწევა მოახერხა. აფეთქების დროს ტერორისტების გარდა ბანკის დაცვის სამსახურის სამი თანამშრომელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები