ლალი მოროშკინა: ჩვენ უნდა „მოვკლათ“ „ნაციონალების“ ყოფნა პარლამენტში!

„დანაშაულია, როცა „ოცნების“ დეპუტატები სხედან და საუბრობენ უბინძურესი ბოროტმოქმედების ავტორებთან, მაგალითად, გია ბარამიძესთან, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს ხელმძღვანელი ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და ჩვენი ქვეყნის „მოსისხლე“ მტერი „ნაციონალური მოძრაობაა“.
„თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ დღეს საომარ მდგომარეობაში ვართ! დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი მოსისხლე მტერია და მას ისე უნდა მოვექცეთ, როგორც მტერს ექცევიან. დიახ, ჩვენ უნდა „მოვკლათ“ „ნაციონალების“ ყოფნა პარლამენტში! ჩვენ უნდა „მოვკლათ“ „ნაციონალების“ საერთაშორისო კავშირები, რათა წერტილი დავუსვათ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟს! ვერც კი წარმოიდგენთ, „ნაციონალებს“ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს შესახებ რა საშინელი ამბები გააქვთ და როგორ უფუჭებენ საქმეს არა მარტო ხელისუფლებას, არამედ მთელ ქვეყანას. საერთოდ, დღევანდელი ხელისუფლების უპატიებელი დანაშაულია, რომ „ნაცრეჟიმს“ „ნიუნბერგის პროცესი“ არ მოუწყო და არ გაასამართლა. დანაშაულია, როცა „ოცნების“ დეპუტატები სხედან და საუბრობენ უბინძურესი ბოროტმოქმედების ავტორებთან, მაგალითად, გია ბარამიძესთან, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის“, – აცხადებს ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები