გიორგი კვირიკაშვილი სამების ტაძარში ხანძრის შედეგებს ადგილზე გაეცნო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში განთავსებული სტამბა დაათვალიერა და ხანძრის შედეგებს ადგილზე გაეცნო. სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილის, არქიმანდრიტ ილია ნასიძის განმარტებით, ცეცხლი საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა, დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართობი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გამოძიება მუშაობს ხანძრის მიზეზების დასადგენად. მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარს, რათა ხანძრის შედეგები დროულად აღმოიფხვრას.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სახანძრო სამსახური, მობილიზებულია დასუფთავების სამსახურის ბრიგადები.
12672140_238107406534291_6328298150164675295_o

12795021_238107403200958_7743054565637121771_o

1557717_238107399867625_4420292313987770973_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები