ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, იაგოდა ლაზარევიჩს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო-სერბეთის ეკონომიკურ კავშირებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების საკითხს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გაზრდას.

მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის დელეგაციას საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო გააცნო.

ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას აღინიშნა, რომ სერბეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მზარდია და პირდაპირი ავიამიმოსვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული ნაკადების სტიმულირებასა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების გაძლიერებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები