ალექსანდარ ვუჩიჩი – ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ საქართველოსთან

ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„პირველ კვარტალში 36.4% იყო ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით ზრდა. სერვისები, ტურიზმი – ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს წინსვლა, იმიტომ, რომ პირდაპირი ფრენები არსებობს. ეს მაჩვენებელი იზრდება სერბი ტურისტების საფუძველზე. ვისურვებდი, რომ ბევრი ქართველი ტურისტი ჩამოდიოდეს სერბეთში. თბილისში ჩამოსვლა არის დიდი სიამოვნება და ველი, რომ ქართველი ბიზნესმენები ჩამოვლენ სერბეთში და ნახავენ იმ შესაძლებლობებს, რაც არსებობს ქვეყანაში.

ჩვენ ვისაუბრეთ ბევრი მიმართულებით და ხედვაც ძალიან დიდი გვაქვს. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში. ამის საფუძველზე მოხდება დაჩქარება ურთიერთობების ზრდის. ეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. დაგვრჩა სულ მცირე, რომ დავასრულოთ ამაზე მოლაპარაკებები და დავიწყოთ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აქტიური ვაჭრობა. ამ შეთანხმებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოდან შემოდის კომერციული არხებით ძალიან ბევრი სერვისი. წარმოიდგინეთ, რამდენად გაიზრდება იმპორტი საქართველოდან, ამ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ჩვენი წვდომა იქნება შეუზღუდავი. მომხმარებლები სერბეთში დიდად ისარგებლებენ ასეთი მნიშვნელოვანი იმპორტით საქართველოდან. მწარმოებლებისა და მომხმარებლებისთვის ეს ორმხრივად მნიშვნელოვანი იქნება.

მიხარია, რომ ძალიან მალე საქართველოში გაიხსნება სერბეთის საელჩო. იმედია, მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს საელჩოს გასახსნელად სერბეთში. ამით მხარს დავუჭერთ ჩვენს ურთიერთობებს, მათ განვითარებას. ასეთი მაღალი კალიბრის ინტეგრაცია იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ამით სერბეთის და საქართველოს ინტერესებს კიდევ უფრო მყარად დავუჭერთ მხარს და ძალიან კარგი იქნება ორივე მხარისთვის”, – განაცხადა ალექსანდარ ვუჩიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები