წილოსანი – მაკრონის განცხადებაზე: როგორი სასტიკია კარმა, როდესაც, მათ შორის, ევროკავშირის ლიდერები საქართველოს მიუთითებდნენ, როგორი კანონები უნდა გვქონოდა და გვაკრიტიკებდნენ

“კარმა ასეთი სასტიკია. როდესაც საქართველოს შემთხვევაში ისინი გვაკრიტიკებენ, რომ კანონები მათი მითითებით მივიღოთ, ახლა ზუსტად იგივე რისკები დაეკისრათ მათ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს.

ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა – “ამერიკის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს.

“ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის კონკრეტული მითითება და კონკრეტული შეთავაზება, რომ თუ ტარიფებთან დაკავშირებით ვერ მორიგდებიან, ფრანგულ ალკოჰოლურ სასმელებს 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ. აქედან გამომდინარე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხმა ამოიღო და განაცხადა, რომ ამერიკა ვერ უკარნახებს საფრანგეთს, როგორი კანონები მიიღონ და როგორი პოლიტიკა შეიმუშაონ. როგორი სასტიკია კარმა, როდესაც თავად, მათ შორის, ევროკავშირის ლიდერები საქართველოს მიუთითებდნენ, როგორი კანონები უნდა გვქონოდა და გვაკრიტიკებდნენ, თუნდაც გამჭვირვალობის კანონის მიღების პროცესში”, – ამბობს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები