სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია

სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, სტამბაში დაახლოებით 13:00 საათზე, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ტაძრიდან ხალხის ევაკუაცია დროულად მოხერხდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა განუცხადა, ცეცხლის ჩაქრობას 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. მისივე თქმით, დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართობი.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები