თბილისში მაღაზია გაძარცვეს

თბილისში ე.წ. გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზია გაძარცვეს. წინასწარი ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიას 2 პირი დაესხა თავს. მძარცველებმა მცირე ოდენობის თანხის წაღება შეძლეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები