არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით აშშ-ში ქუთაისში დაბადებული ბიზნესმენი დააკავეს
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით აშშ-ში საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი შალვა ჩიგირინსკი დააკავეს. პოლიცია მას არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში სდებს ბრალს.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაპატიმრება კონექტიკუტის შტატის ქალაქ გრინვიჩში მოხდა. ბიზნესმენი ყველა ბრალდებას უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში მას რამდეიმე კომპანია აქვს. ჩართულია ნავთობის ბიზნესში. 2009 წელს “ფორბსმა” მისი ქონება 600 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა. ჩიგირინსკი საქართველოში, კერძოდ ქუთაისში დაიბადა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, 1990 წლიდან ის საქართველოში აღარ ჩამოსულა.