უზბეკეთმა ყირგიზეთის საზღვარზე სამხედრო ტექნიკა განალაგა

ყირგიზეთის ხელისუფლების ინფორმაციით, უზბეკეთმა ქვეყნებს შორის არსებული ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დახურა. რადიო „თავისუფლება“ იუწყება, რომ უზბეკეთმა საზღვრის სიახლოვეს ათობით სამხედრო მოსამსახურე და ორი ჯავშანტრანსპორტიორი განათავსა. ამის საპასუხოდ, ყირგიზეთმა უზბეკეთის მოქაალქეებისთვის ქვეყანაში შესვლა რამდენიმე სასაზღვრო პუნქტში აკრძალა.
ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი ორ ქვეყანას შორის დავის საგანია. იქ ხშირად შეიარაღებული შეტაკებები ხდება. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, 2013 წელს, უზბეკი მესაზღვრე მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები