თბილისში 15 წლის გოგო მე-5 სართულიდან გადმოხტა
თბილისში კიდევ ერთმა მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. “კვირას” ინფორმაციით, გარდაცვლილი 15 წლის გოგონაა. ის ჟვანიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.