პარიზის ტერაქტებში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი დაკავებულია

ბრიუსელში, მოლენბეკის რაიონში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად პარიზის ტერაქტებში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დაკავებულია. დაკავების შესახებ ინფორმაციას ბრიუსელის პოლიცია ადასტურებს.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალაჰ აბდესლამი დაჭრილია. ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ჩარლზ მიშელმა სამიტი დატოვა, რომელიც ბრიუსელში იმართება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პარიზში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები