ამ წუთებში ბრიუსელში პარიზის ტერაქტში ბრალდებულის აყვანის ოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პარიზის ტერაქტში ერთ-ერთი ბრალდებულის სალაჰ აბდესლამის აყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ის სამართალდამცველებს ალყაში ჰყავთ მოქცეული. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალაჰ აბდესლამი დაჭრილია.
მომხდარის გამო ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ჩარლზ მიშელმა სამიტი დატოვა, რომელიც ბრიუსელში იმართება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პარიზში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები