სალახ აბდესლამის დნმ ბრიუსელში ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინეს

პარიზში გასული წლის 13 ნოემბრის თავდასხმების მთავარი ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის დნმ ბრიუსელში ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინეს. ამის შესახებ ბელგიური მედია სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება.
ბელგიის პროკურატურის წარმომადგენელმა „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ ბინაში ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდები იყო აღმოჩენილი.
სალაჰ აბდესლამი დღემდე ემალება სამართალდამცველ ორგანოებს. მიმდინარე წლის იანვარში პირველად გამოქვეყნდა უსაფრთხოების კამერების მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ძებნაში მყოფი აბდესლამი არის დაფიქსირებული. სალაჰ აბდესლამის ძმა, მოჰამედი, ბელგიის პოლიციამ პარიზის თავდასხმების შემდეგ დააკავა. თუმცა მოგვიანებით ის ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. მეორე ძმა – ბრაჰიმ აბდესლამი საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანის“ თავდასხმაში მონაწილეობდა და თავი აიფეთქა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები