ნინო აღლემაშვილი ე.წ კაბელების საქმეზე: ადვოკატები თავისი ხელით ასამარებენ საკუთარ აბსურდულ პოზიციას

ადვოკატები თავისი ხელით ასამარებენ საკუთარ აბსურდულ პოზიციას, – ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განაცხადა.
„ნამდვილად უცნაურად გვეჩვენება დაცვის მხარის სტრატეგია მოცემულ საქმეში. ადვოკატები თავისი ხელით ასამარებენ საკუთარ აბსურდულ პოზიციას. დღეს დაკითხულმა მოწმემ კიდევ ერთხელ კარგად წარმოაჩინა ის საკითხი, რომ ეს იყო შეთავაზება ინტერნეტმომსახურებაზე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული თემაა. აბსოლუტურად სხვა მომსახურებაზე ვსაუბრობთ და როდესაც ადვოკატები იღებენ ორ ხელშეკრულებას და მხოლოდ და მხოლოდ სახელშეკრულებო ფასებს ადარებენ ერთმანეთს, ეს არის ნამდვილად მათი მხრიდან სიბრმავე”, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე “დელტაკომის” ხელმძღვანელი პაატა ქიქოძე დაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები