OECD-მ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ საქართველოს იურისდიქციის შეფასების მეორე ფაზის ანგარიში დამტკიცდა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეფასების პროცესი 2013 წლის 3 ივნისს დაიწყო და სამწლიანი პრაქტიკის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.
ამასთან, საქართველოს მიერ პირველი ფაზის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციის შედეგად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები კანონმდებლობის სრულყოფისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად იქნა მიჩნეული.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://eoi-tax.org/library#reviews

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები