ბრიუსელი გაეროს წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს

ბრიუსელი მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს, რუსეთთან ყირიმის მიერთება დაგმონ და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ. ამის შესახებ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციიდან ორი წლის თავზე ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ევროპის კავშირი განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას. მის ფარგლებში შესაბამისი ამკრძალავი ღონისძიებები გატარდება“, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირი კვლავ მიიჩნევს, რომ რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის გაწევრიანება საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის პირდაპირი გამოწვევაა. ყირიმში ე.წ. რეფერენდუმი რუსეთში შესვლის საკითხზე 2014 წლის 16 მარტს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები