რუსი ფეხბურთელი პუტინის მაისურის გამო დისკვალიფიკაციას გადაურჩა

რუსი ფეხბურთელი, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი დიმიტრი ტარასოვი, რომელიც ევროპის ლიგის მატჩზე ვლადიმერ პუტინის მაისურით გამოვიდა, უეფას დისკვალიფიკაციას გადაურჩა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ტარასოვი „ლოკომოტივსა“ და თურქეთის „ფენერბახჩეს“ შორის სტამბოლში 16 თებერვალს გამართულ მატჩზე მაისურით გამოვიდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ეხატა. უეფას პრესსამსახურის ინფორმაციით, დისციპლინარული კომისიის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელს ხუთი ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ამასთანავე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსის ფოტოს ჩვენების გამო ტარასოვს 10-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა. სააგენტო „რ-სპორტი“ იუწყებოდა, რომ თავად საფეხბურთო კლუბმა „ლოკომოტივმა“, რომელშიც ტარასოვი ასპარეზობს, ის 300 ათასი ევროთი დააჯარიმა. თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არავის დაუდასტურებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები