პენტაგონი რუსეთს საფრთხეებს შორის პირველ ადგილზე აყენებს

პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის განხილვისას აშშ-სთვის ხუთი გლობალური საფრთხე დაასახელა, მათ შორის რუსეთი პირველ ადგილზე აღმოჩნდა. არმიისთვის ქვეყნის ბიუჯეტში 582 მილიარდ 700 მილიონი დოლარის დახარჯვა იგეგმება. კარტერის თქმით, საფრთხეების ჩამონათვალში რუსეთს ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და საერთაშორისო ტერორიზმი მოჰყვება.
„უსაფრთხოების საკითხებში დღეს არსებული სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება იმას, რაც 25 წლის წინ იყო. ის ახალ მიდგომებს საჭიროებს“, – განაცხადა კარტერმა.
მან რუსეთი და ჩინეთი დაასახელა, როგორც ორი განსაკუთრებით სახიფათო კონკურენტი. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ეს ქვეყნები შეიარაღების სისტემებს ავითარებენ, რომლებიც სხვადასხვა სფეროში აშშ-ის ლიდერობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები