“ამერიკულ კომპანიასთან პორტის მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულება სხვა ამერიკულ კომპანიებს სტიმულს მისცემს”

ამერიკულ კომპანიასთან ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულება და ეკონომიკური განვითარების გეგმა სხვა ამერიკულ კომპანიებს სტიმულს მისცემს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯენელიძემ “ატლანტიკურ საბჭოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუში, რომელიც სათაურით: „საქართველო ამერიკული ბიზნესის დაინტერესებას ცდილობს” – გამოქვეყნდა, მიხეილ ჯანელიძე სხვა საკითხებთან ერთად ვრცლად საუბრობს საქართველოს, როგორც ეკონომიკური ჰაბის მნიშვნელობასა და პოტენციალზე, პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ რეფორმებზე, რომელიც საქართველოს ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„ამერიკულ კომპანიასთან ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულება და ეკონომიკური განვითარების გეგმა სხვა ამერიკულ კომპანიებს სტიმულს მისცემს. ჩვენ სამთავრობო დონეზე დარწმუნებულები ვართ, რომ ამით ხელს შევუწყობთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებას“, – განაცხადა მიხეილ ჯენელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც ერთგვარი „საინვესტიციო ტური“ იქნება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ირანისთვის სანქციების მოხსნის საკითხზე და ამ ჭრილში რეგიონში წარმოქმნილ ახალ შესაძლებლობებზე. ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ირანისთვის სანქციების მოხსნა ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ პოტენციალს იძლევა. „საქართველო მზად არის სატრანზიტო როლი შეასრულოს ირანსა და ევროპასა შორის სავაჭრო ურთიერთობებში“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხელ ჯანელიძემ გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები