ინგლისის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა გონორეის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა გამოუშვა

ინგლისი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის, გონორეის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაიწყებს,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ვაქცინა ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი იქნება.

ვაქცინა 30-40%-ით ეფექტური იქნება, თუმცა ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური იმედოვნებს, რომ ის ინფექციების მზარდ რაოდენობას შეაჩერებს.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის პროგნოზები აჩვენებს, რომ თუ ვაქცინა პოპულარული გახდება, მას 100 000 შემთხვევის თავიდან აცილება შეუძლია და ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, თითქმის 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაეზოგება.

ვაქცინაცია აგვისტოში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები