კირცხალია – ოპოზიციაზე: დარწმუნებული ვარ, არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ
“ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სცენარის გათამაშებას ვხედავთ, რათა წინასაარჩევნოდ აქტუალური გახდნენ. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
“არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, პოლიტიკოსი ხარ, ჟურნალისტი, ექიმი თუ მეწარმე, თუ კანონს არღვევ, რეაგირება იქნება“, – განაცხადა კირცხალიამ.