კირცხალია – ოპოზიციაზე: სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს
“სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
“მრისხანე გედევან ფოფხაძე თურმე აქ რადიკალიზაციასა და მსხვერპლზე საუბრობს. პირდაპირ ეთერში საუბრობენ, რომ თურმე ეს დღე უნდა ჩაიშალოს. მიზანი აქვთ ერთი, რომ მაქსიმალურად შევიდნენ დაპირისპირებაში, დადგან სურათი და თავიანთი სისხლიანი რეჟიმის საპირწონე კადრების დაანახონ თავიანთ პატრონებს და საზოგადოებას.
მათაც და მათი დავალების მიმცემებმაც ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს,” – აღნიშნა კირცხალიამ.