შატო მუხრანი: ფრანკფურტის გამოფენაზე საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარებით დაინტერესდნენ

გერმანიაში, Imex Frankfurt 2025-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს მართავს წამყვან ევროპულ კომპანიებთან საქართველოში საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩასატარებლად, – ინფორმაციას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„IMEX-ის გამოფენაში მრავალი წელია ვმონაწილეობთ, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი და ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარებით. უკვე გვქონდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა, რომელიც წელს ღონისძიების სახით უკვე საქართველოში განხორციელდება და შატო მუხრანიც იქნება აქტიურად ჩართული“, – აცხადებს შატო მუხრანის წარმომადგენელი თამარ ბუაძე.

Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები