პრეზიდენტის გარდაცვალება ინაუგურაციიდან 32 დღეში — უილიამ ჰენრი ჰარისონის უცნაური ისტორია
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი იყო, რომელმაც თავისი თანამდებობა მიიღო, სიტყვა წარმოთქვა და ცუდი ამინდის გამო, 32 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ეს გახლდათ უილიამ ჰენრი ჰარისონი და მისი ისტორია დღესაც ერთ-ერთ ყველაზე აბსურდულ და უცნაურ ამბად რჩება პრეზიდენტების ისტორიაში.
1841 წლის 4 მარტი — ვაშინგტონში ცივა, ქარია და წვიმს. ახალი პრეზიდენტი, 68 წლის უილიამ ჰენრი ჰარისონი, ინაუგურაციისთვის ემზადება. მისი გუნდი სთავაზობს, რომ წასაკითხი სიტყვა შეამოკლოს — ისედაც დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა პრეზიდენტობისთვის და ყველა აღელვებულია. თუმცა, ჰარისონი უარს ამბობს: „არ მინდა, ვინმემ იფიქროს, სუსტი ვარ,“— ამბობს ის.
ქოლგის, ქუდის და პალტოს გარეშე ადის სცენაზე და იწყებს მიმართვას: სიტყვა ორ საათს გრძელდება. ეს დღემდე აშშ-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი საინაუგურაციო სიტყვაა.
რამდენიმე დღეში ჰარისონი თავს სუსტად გრძნობს. თავიდან ჰგონიათ, რომ უბრალოდ გაცივდა, მაგრამ მდგომარეობა უარესდება — ეწყება ცხელება, ხველა, სისუსტე და გონების დაკარგვა.
დასკვნა: პნევმონია, რომელიც სწრაფად გადაიზარდა ფატალურ მდგომარეობაში. პრეზიდენტი 1841 წლის 4 აპრილს — ინაუგურაციიდან ზუსტად 32 დღის შემდეგ — გარდაიცვალა.
ჰარისონის გარდაცვალება მხოლოდ სამედიცინო ტრაგედია არ იყო — ამან საკონსტიტუციო კრიზისიც შექმნა. იმ დროის აშშ-ის კონსტიტუცია მხოლოდ ამბობდა, რომ ვიცე-პრეზიდენტი „შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობებს“, მაგრამ არ იყო ნათქვამი, ცვლიდა თუ არა იგი პრეზიდენტს სრულად.
ვიცე-პრეზიდენტი ჯონ ტაილერი გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა: იგი უცბად ავიდა პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ მისი ლეგიტიმურობა ყველამ არ ცნო.
საბოლოოდ, ტაილერმა თავისი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა და, პრაქტიკულად, მთელი ვადაც გაატარა ამ სტატუსით. ამის გამო, მომავალში კონგრესმა უფრო მკაფიოდ განსაზღვრა, რომ ვიცე-პრეზიდენტი გარდაცვალებისას ავტომატურად გამხდარიყო პრეზიდენტი.