ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან ერთად სოფელ რუისში, ურბნისში, საღოლაშენსა და ბრეთში დასრულებულ და მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,ამ ეტაპზე უკვე დასრულდა ურბნისისა და ბრეთის შიდა გზების მოწყობის სამუშაოები, ხოლო რუისსა და საღოლაშენში მიმდინარეობს ასფალტის დაგება და სანიაღვრეების მოწყობა.

სამუშაოების ღირებულება 1,5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჯამში დაგეგმილია 4,1 კმ. შიდა გზების მოწესრიგება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები