სალომე ზურაბიშვილი მთავრობას პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის შექმნას სთავაზობს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი მთავრობას პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის შექმნას სთავაზობს.
როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინიციატივა პრემიერ-მინისტრს გასულ კვირას გააცნო.
„პირველი გეგმა, რაზეც ახლა ვმუშაობ, პროფესიონალების გუნდის შექმნაა. ქვეყანაში ძალიან არასწორი განწყობა შეიქმნა, რომ ჩვენთან არ არსებობენ პროფესიონალი კადრები. ასე არ არის, არსებობენ კადრები, ამავდროულად, საზოგადოებაში არის ის განცდა, რომ პოლიტიკა არ არის ჯანსაღი სფერო და საუკეთესო კადრები პოლიტიკის მიღმა რჩებიან. ჩემი მცდელობაა, რომ შევკრიბო პროფესიონალები. ეს არ არის ექსპერტთა ჯგუფი. ეს იქნება იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც გააჩნიათ ხედვა, ქვეყანაში რა არ კეთდება და რა უნდა გაკეთდეს. ეს არის გამოცდილება, განათლება, პროფესიონალიზმი და ხედვა”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები