"ყვ…ბი მოიფხანა… ქვასავით გამაგრებოდა" – უცენზურო პოეზია პარლამენტში (ვიდეო)

   ინციდენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. ერთ-ერთი კანონპროექტის განხილვის პროცესში, კომიტეტის სხდომათა დარბაზში გიორგი ხასაია შევიდა, რომელმაც მიკროფონში ლექსის კითხვა დაიწყო. ტექსტში უცენზურო სიტყვები იყო გამოყენებული. მას ტექსტის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს და დარბაზი დაატოვებინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ხასაია ერთ-ერთ მედიასაშუალებაში მუშაობს, თუმცა აცხადებს, რომ პარლამენტში მოქალაქის სტატუსით იყო შესული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები