აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს ხელი მოაწერა

აშშ-ის პორეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების ბრძანებულებას ხელი მოაწერა. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, ამის მიზეზი ფხენიანის მიერ ბირთვული ცდების ჩატარება და ბალისტიკური რაკეტების გამოცდა გახდა. კონკრეტულად რა სანქციებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია. ამასთანავე, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის „საკმაოდ მკაცრი“ იქნება.
„აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება ჩრდილოეთ კორეის დანაშაულებრივ ქმედებას, რაც ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის გამოცდებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს გავაგრძელებთ, ვიდრე ის საერთაშორისო ვალდებულებებს არ შეასრულებს“, – განაცხადა ერნესტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები