ფრენკ სინატრა გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი, ლეგენდარული მსახიობის და მუსიკოსის ფრენკ სინატრას შვილი – ფრენკ სინატრა-უმცროსი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ის გულის შეტევით ქალაქ დეიტონა-ბიჩში გარდაიცვალა, სადაც კონცერტი უნდა ჩაეტარებინა.
ფრენკ სინატრა-უმცროსის მუსიკალური კარიერა, ძირითადად, მამამისის ტრადიციების გაგრძელება იყო, რომელთანაც ის ერთი პერიოდი დირიჟორად მუშაობდა. ფრენკ სინატრა-უფროსი, რომელიც ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად არის აღიარებული, კალიფორნიაში 1998 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები