იორდანიაში 14 პალესტინელი დაიღუპა

იორდანიაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაღუპული პალესტინელი მომლოცველია. კიდევ 36 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა მართვა დაკარგა საუდის არაბეთის საზღვართან, იორდანიის დედაქალაქ ამანიდან დაახლოებით 320 კილომეტრში. ეს ჯგუფი საუდის არაბეთში მიდიოდა მუსულმანების დღესასწაულის აღსანიშნავად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები