„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში ტერიტორიის 22% დაკარგა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში ბოლო 14 თვის განმავლობაში ტერიტორიის 22% და შემოსავლის 40% დაკარგა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს ინფორმაცია ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ ამერიკულ კონსალტინგურ კომპანია IHS-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში ტერიტორია, რომელსაც ისლამისტები აკონტროლებენ, 8%-ით შემცირდა. სირიისა და თურქეთის საზღვარზე ქალაქ რაქიდან ჩრდილოეთით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ, „ისლამურ სახელმწიფოს“ ნავთობის ტრანსპორტირების ოპერაციები გაურთულდა. ამის შესახებ IHS-ის ანალიტიკოსი კოლამ სტარკი აცხადებს.
ახლა ეს პუნქტები სირიელი ქურთების კონტოლის ქვეშ გადავიდნენ. სხვადასხვა ინფორმაციით, ამჟამად დაჯგუფების რაოდენობა 30-დან 200 ათას „ბოევიკამდე“ შეადგენს. ტერორისტულ ორგანიზაციაში 80 ქვეყნის მოქალაქე შედის. „ისლამური სახელმწიფო“ აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები