გერმანიის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ანკარის სავაჭრო ცენტრებს მოერიდონ

თურქეთში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებმა საკუთარი მოქალაქეები მორიგი ტერორისტული აქტების საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. კერძოდ კი, მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ისინი ანკარის სავაჭრო ცენტრებს მოერიდონ. აღსანიშნავია, რომ საელჩოს რეკომენდაციით, ანკარაში მყოფმა გერმანიის მოქალაქეებმა თავი უნდა მოარიდონ ხალხმრავალ ადგილებსაც. შეგახსენებთ, რომ 13 მარტს ანკარის ტერაქტს 37 ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები