დანია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადგილია

დანია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადგილია, ამტკიცებენ კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარები. მათი მტკიცებით სწორედ დანიაა ის ადგილი, რომელიც მთელს მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა. უცხოელებისთვის აქ თავის დამკვიდრება არც ისე მარტივია, თუმცა ადგილობრივების უფლებები მაქსიმალურად დაცულია და ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ. პირველ ათეულში შემდეგი ქვეყნები შევიდა: შვეიცარია ისლანდია, ნორვეგია, ფინლანდია კანადა და ნიდერლანდები, რაც შეეხება 10 ყველაზე უბედურ ქვეყანას მათ რიცხვშია სირია და ავღანეთი. კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ ჯერ კიდევ ყველაზე პოპულარული ქვეყანაა როგორც საცხოვრებლად ასევე სამოგზაუროდ, იქ ჩასულმა ადამიანმა შეიძლება გამოიმუშავოს ფული მაგრამ ბედნიერებას რთულად თუ იპოვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები