55 წლის ანდრეა ბოჩელიმ 30 წლის ცოლი მოიყვანა
ცმობილმა იტალიელმა მომღერალმა ანდრეი ბოჩელიმ დიდი ხნის მეგობარი ქალი ვერონიკა ბერტი ცოლად მოიყვანა. მათ 12 – წლიანი რომანი აკავშირებთ. ვერონიკას გამო მომღერალმა მეუღლე – ენრიკე ჩენატი მიატოვა, მათმა ორმა ვაჟმა – ამოსომიმ და მატეომ კი მამასთან არჩიეს ცხოვრება. ორი წლის წინ ვერონიკამ ბოჩელის ქალიშვილი ვირჯინია გაუჩინა.
“ცხადია, როდესაც ადამიანები ერთად ცხოვრობენ და დიდ სიყვარულს გრძნობენ, მათ უნდათ, რომ ეს ბედნიერება და ჰარმონია პერმანენტულად აქციონ”, – განაცხადა ბოჩელიმ. ულამაზესი საქორწინო ცერემონია იტალიის ქალაქ ლივორნოში გაიმართა. ბოჩელის მეუღელეს დიზაინერ “Ermanno Scervino”-ს კაბა ეცვა, ხოლო კრემისფერი ყვავილების თაიგული ეჭირა.