უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გადადგა

   უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იგორ ტენიუხი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს. იგორ ტენიუხის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ის კრიტიკა გახდა, რომელიც მის ქმედებებს მოჰყვა. “ამ თანამდებობას არ ვებღაუჭები. თუ ხელისუფლებას სხვა ხედვა და სხვა კანდიდატურა ჰყავს, მე წინააღმდეგი არ ვარ”, – განაცხადა იგორ ტენიუხმა. უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის უწყების მისამართით კრიტიკა ყირიმში გაუბედავი ქმედებების გამო ისმოდა. უმაღლესმა რადამ განმეორებით კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა იგორ ტენიუხის გადადგომას. ამასთან, ლიგა.ნეტ-ის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესმა რადამ კონსულტაციების შემდეგ ქვენის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად მიხაილ კოვალის დანიშვნას დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები