კონცერტი კონსერვატორიის უნიკალური ორგანის აღდგენისთვის

    კონსერვატორიის უნიკალური ორგანი რესტავრაციასა და აღდგენას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით, 1აპრილს, 19 სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სიმფონიეტას“ კონცერტი გაიმართება, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად კონსერვატორიის ორგანის აღდგენას მოხმარდება. ორკესტრის დირიჟორია ავსტრიელი ლავარდ სქოუ ლარსენი, პროგრამაშია: ჰაიდნისა და მოცარტის ნაწარმოებები. კონცერტში ასევე მონაწილეობენ ქართველი მუსიკოსები გერმანიიდან და თურქეთიდან. შეგახსენებთ, რომ კონსერვატორიის ორგანის აღსადგენად კონცერტების სერია 1 თებერვალს, პიანისტების ნათია და თამარ ბერაიას კონცერტით დაიწყო. „Alexander Schuke Potsdam” -ის ფირმის 3 მანუალიანი, 40 რეგისტრიანი ორგანი კონსერვატორიის დიდ დარბაზში 1963 წელს დაიდგა და დღემდე საქართველოს საკონცერტო დარბაზებში ერთადერთი ორგანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები