„ეს პოლიტიკური პორნოგრაფია „ნაცებმა“ გაავრცელეს!“

ეს პოლიტიკური პორნოგრაფია“ ნაცებმა გაავრცელეს! – ამის შესახებ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც ჯაველიძე აღნიშნავს, ვინც თავის დროზე „პოლიტიკური პორნოგრაფიები“ გადაიღო, სოციალურ ქსელშიც სწორედ ისინი ავრცელებენ. აკადემიკოსს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების წინააღმდეგ არის დაგეგმილი.
„რაში სჭირდებოდა ეს ხელისუფლებას?! მე ამათი ადვოკატი არანაირად არ ვარ, მაგრამ „ოცნებას“ არანაირად აძლევს ხელს ამის გამოქვეყნება. ირაკლი ალასანიას პარტია პულსი არ ესინჯება და ის ვერანაირად ვერ იქნება „ოცნების“ კონკურენტი, რომელსაც ასეთი ზღვარგადასული სიბილწით შეიძლება ებრძოლო! თუ ირაკლი ალასანია ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს, ირაკლი ალასანია არის უზნეო ტუტუცი! ის არის ყველაფრის მკადრებელი არსება, რომლისთვისაც მთავარი პირადი კეთილდღეობა და კარიერაა! „ნაცებმა“ ეს ვიდეომასალა გამოაქვეყნეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება არიონ და მოახდინონ ხელისუფლების დისკრედიტაცია! გაიხსენეთ, როგორ მოძღვრავდა მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას, სისხლის დაღვრა, არეულობა და დესტაბილიზაცია არის საჭირო! ეს ის ნაპროკურორალი ნიკა გვარამია არ არის, ასინეთასავით ყური რომ ჰქონდა მიდებული ოპოზიციის ლიდერების ტელეფონებზე და დოკუმენტურ ფილმების სერიალებს იღებდა 2007 წელს?
ეს გარეწარი გვარამია ციხეში უნდა ლპებოდეს, რადგან სწორედ მან და მისნაირმა უზნეო არსებებმა დანერგეს საქართველოში ფარული ვიდეოგადაღება და უამრავი სიბილწე! „რუსთავი 2“ რომ გაჰკივის დღეს, როგორ შეიძლება ასეთი ვიდეოკადრების გავრცელებაო, დაავიწყდათ, რომ თვითონ ავრცელებდნენ ათასჯერ მეტ სიბინძურეს სააკაშვილის რეჟიმის დავალებით? გიგა ბოკერია რომ უგზავნიდა „დღის წესრიგს“, ეს ის „რუსთავი 2“ არ არის? გიგა ბოკერია არ უღებდა ამ ვიდეობს პოლიტიკურ ოპოზიციას?! გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილთან ერთად არ უყურებდა ამ ვიდეოებს?! „ნაცებს“ ერთმანეთის ცოლებზე აქვთ გადაღებული „პორნოვიდეოები“ და ეს კომპრომატებად აქვს შენახული სააკაშვილს“! – აცხადებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები