დიმიტრი ქუმსიშვილი გლობალურ ბიზნეს ინკუბატორ “1776”-ს ეწვია

ამერიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გლობალურ ბიზნეს ინკუბატორ “1776”-ს ეწვია, რომელიც სამი წლის ისტორიის მიუხედავად, უკვე თანამშრომლობს მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მთავრობასა და თვითმმართველობასთან და მათ სხვადასხვა პრობლემების ინოვაციურად გადაწყვეტაში ეხმარება. ინკუბატორი ასევე ეხმარება ინოვაციური იდეების ავტორებს, განავითარონ ისინი და მიიღონ დაფინანსება.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს ინკუბატორის დამფუძნებელ ევან ბარფილდთან შეხვედრისას ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე ინოვაციური ტექნოლოგიების განხორციელების მიმართულებით და მოუყვა თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტექნოპარკის თაობაზე, სადაც ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებ საშუალება აქვთ, შექმნან იდეის პროტოტიპი და განავითარონ ბიზნეს-იდეა. “1776”-ი, სპეციალური ფონდიდან, აფინანსებს სტარტაპებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვადასხვა სექტორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები