სოსო პავლიაშვილი: რუსეთთან უთანხმოებას არავისთვის კეთილდღეობა არ მოუტანია

  მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. პოპულარული მომღერალი სოსო პავლიაშვილი 25 წელია რუსეთში ცხოვრობს, თუმცა ის თბილისში დაიბადა და მას კარგად ახსოვს, რა მძიმე იყო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. რაც ახლა უკრაინასა და რუსეთს შორის ხდება, ნაკლები არ არის, – განაცხადა მომღერალმა.
“პატრიოტიზმი და ნდობა საკუთარი ქვეყნის მიმართ მაშინ გამოჩნდება, როდესაც ხელისუფლებაში ხარ და ყველაფერს აკეთებ შენი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, და არა საკუთარისთვის. ნახეთ, რამდენი მილიონი ადამიანი მუშაობს რუსეთში. რუსეთთან უთანხმოებას არასდროს არავისთვის კეთილდღეობა არ მოუტანია და არ მოუტანს, სამწუხაროდ, ისტორია მუდმივად მეორდება. უკრაინა ჩემთვის ცხოვრების და გულის ნაწილია, მე ძალიან მიყვარს უკრაინა და ის ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს”, -განაცხადა პავლიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები