რა კითხვები და მოლოდინი აქვთ ქართულ ტურისტულ კომპანიებს უვიზო რეჟიმის ამოქმდების შემდეგ

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები მოუთმენლად ელიან.
უმრავლესობა ფიქრობს, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შედეგად, მათ მიმართ მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება. უფრო მეტიც, ქართულ სივრცეში ტურისტული კომპანიებისთვის ახალი ეტაპი იწყება. მათ შორის კონკურენციის ინდექსი მატულობს. თუმცა, ზოგიერთ ტურისტულ კომპანიას გარკვეული კითხვის ნიშნები უკვე აქვს. უმრავლესობას დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე – თუ რა შეზღუდვას დააწესებს ევროპის რომელიმე ქვეყნის მესაზღვრე ქართველი ტურისტისთვის. 12083837_1098347033521122_1860158125_n
თუ რა მოლოდინი აქვთ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოში არსებულ ტურ-ოპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს, ამ საკითხით „კვირა“ დაინტერსედა და რამდენიმე ტურისტულ კომპანიას დაუკავშირდა.
„ჩვენი კომპანია მოუთმენლად ელოდება უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, რადგან საგრძნობლად მოიმატებს ევროპის მიმართულებით გამგზავრების მსურველთა რაოდენობა ვფიქრობთ ჩვენი მომსახურება უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ და განსაკუთრებული ტურები შევთავაზოთ მომხმარებელს“, – აცხადებენ კომპანია „GLOBAL TRAVEL“ – ში.
ანალოგიური შინაარსის პასუხი მივიღეთ „”Good Travel” LTD“ -სა და „Marina Tour“ – შიც.
ამასთან, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, მათი მუშაობის გრაფიკი უფრო დატვირთული იქნება. უფრო მეტიც, ის ადამიანები, ვინც წარსულში ვიზის გამო თავს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისთვის თავს იკავებდნენ, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, მათაც გაუჩნდებათ მოგზაურობის სურვილი.
„ვინაიდან Go Tour არ იყო ორიენტირებული მგზავრების ისეთ მომსახურებაზე, როგორიცაა ანკეტების შევსება, ავიაბილეთების დაჯავშა თუ სასტუმროების ჯავშნებში ფასიანი მომსახურებები. ჩვენი კომპანია მომხმარებელს ამ მომსახურების სრულ პაკეტს უფასოდ სთავაზობდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი კომპანიის შემთხვევაში შემოსავლის კლებას ადგილი არ ექნება. პირიქით, მოლოდინი გვაქვს, რომ გაცილებით მეტი ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ ბარიერების გამო თავს იკავებდა ევროპაში მოგზაურობისგან, ისარგებლებს ჩვენი მომსახურებით“, – განუცხადეს „კვირას“ კომპანია „Go Tour“ – ში.
განსხვავებული მოსაზრება აქვს რამდენიმე კომპანიას.804704_1098347660187726_592431142_n
„ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. არ ვიცით საზღვრებზე რა შეზღუდვები დაწესდება“, – განუცხადეს „კვირას“ კომპანია „Four Seasons Tours“ -ში.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, პატარა ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც ამ დრომდე მხოლოდ ვიზის დოკუმენტების მომზადებას ემსახურებოდნენ, მუშაობა გაუჭირდებათ და შესაძლოა ფინანსურადაც გაუჭირდეთ.
„ჩვენი კომპანიისთვის ეს სიახლე სასიხარულოა, რადგან შევძლებთ უფრო მეტი ახალი პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს. ტუროპერატორები, ანუ ჩვენ, ახალ პროდუქტებს შევქმნით და ჩვენთვის ეს პირიქით, კარგია. ტუროპერატორს აქვს ორი გზა, იმუშაოს ბითუბი რეჟიმით, ანუ მხოლოდ კომპანიებთან და მეორე იმუშაოს ბითუსით, ანუ კლიენტთან. ქართველი ტუროპერატორები ირჩევენ ორივეს ერთად, ანუ თავისი პარტნიორების კონკურენტები ხდებიან“, – აცხადებენ შპს “CORAL TRAVEL” – ში.
შეგახსენებთ, რომ უვიზო რეჟიმის ამოქდების შემდეგ შენგენის ქვეყნებში მიმოსვლა შეუძლია საქართველოს ყველა იმ მოქალაქემ, რომელსაც საქართველოს ბიომეტრული პასპორტი აქვს.
როგორც „ კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ განუცხადა, შესაძლებელია რომელიმე ქვეყნის მესაზღვრემ საქართველოს მოქალაქეს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვოს. 2894DFFF00000578-0-image-a-2_1431421548291
„საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც გააჩნია ბიომეტრიული პასპორტი, შეძლებს იმოგზაუროს შენგენის წევრ ქვეყნებში. თუმცა საზღვრის გადაკვეთისას მესაზღვრეებმა შესაძლებელია, მათ მოსთხოვონ დამატებითი საბუთები, როგორიცაა, მაგალითად, დაზღვევა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ასე შემდეგ… თუმცა, როგორც წესი, ამის ვალდებულება არ არსებობს, მაგრამ მესაზღვრეს აქვს ამის უფლება, დამატებით ეს საბუთები მოითხოვოს. ბანკიდან ამონაწერი საჭირო არ იქნება, თუმცა საჭირო იქნება ისეთი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუ როგორ აპირებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც შედის შენგენის ზონაში, თავისი თავის ფინანსურად უზრუნველყოფას, მაგალითად, შეიძლება მოითხოვონ საკრედიტო ბარათი, ან გაქვთ თუ არა გარკვეული რაოდენობის თანხა, ანუ აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობისთვის ფინანსური შესაძლებლობა იმ პერიოდში, რა პერიოდშიც უნდა დაჰყოს იმ ქვეყანაში „ – განუცხადა „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

                                                                                                                                                                              იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები